დაბა თიანეთის N1 სკოლის მოსწავლე შალვა იარაჯულმა ნახატების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
მე-4 კლასის მოსწავლე შალვა იარაჯული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ძალადობის თემაზე გამართული ნახატების კონკურსში - „კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!“, მონაწილეობდა.
მან აღნიშნულ კონკურსში პირეველი ადგილი დაიკავა. შალვა იარაჯულმა 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი დაიმსახურა.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ.
„სკოლა ულოცავს შალვას ამ გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: