გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს, ნუნუ თურმანიძეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
29-07-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნუნუ თურმანიძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
დამსახურებული საჩუქარი წარმატებულ მოსწავლეს სკოლის დირექტორმა ნარგიზი სამხარაძემ გადასცა.
სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ნუნუ არის ბეჯითი და დაუღალავი მოსწავლე. გამოირჩევა როგორც სწავლით ასევე ყოფაქცევით. სკოლა წარმატებასა და წინსვლას უსურვებს მას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს