მედანის თემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მარიამ მოსიძე და ნიკოლოზ ქანთარია კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
29-07-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ მოსიძე და ნიკოლოზ ქანთარიას პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. 

მარიამ მოსიძე 2019-2020 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულია, ნიკოლოზ ქანთარიამ კი სკოლის საბაზო საფეხური 10-ქულაზე 2020-2021 სასწავლო წელს დაასრულა. 

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი სკოლის აკადემიურად წარმატებულ მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ კომპიუტერები.

მადლობა განათლების სამინისტროს, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ამ მშვენიერი ჯილდოსთვის და უფრო მეტი წარმატება ჩვენს მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203