ჯალაურთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის დაჯილდოვდნენ
29-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიღრმისეულ განათლებას აძლევენ, რაც მოზარდების მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. 

ჯალაურთის საჯარო სკოლა 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლებში წარჩინებით დაასრულა 7-მა მოსწავლემ. ისინი პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კუთვნილი კომპიუტერებთი უკვე დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პორტაბელური კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. 

ასევე სკოლა ოქროს მედალზე 5-მა მოსწავლემ დაამთავრა. 

„სკოლაში გვყავს 5 ოქროსმედალოსანი, რაც ჩვენი სკოლისათვის უდიდესი წარმატება და სიხარულის მომტანია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

ოქროს მედალი კი კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203