ბოლნისის N3 სკოლის დირექტორი და პედაგოგები რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
29-07-2022

ბოლნისის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის ხელმძღვანელობით, პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით, კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში ყოველთვის მონაწილეობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, 21 ივნისს, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობა. 

კონფერენციაში სკოლის დირექტორი მზია დანელია, ინგლისური ენის მასწავლებელი ნონა პაპაშვილი და ისტორიის პედაგოგი ქეთევან ხეცურიანი ჩაერთნენ. 

სკოლის დირექტორი და პედაგოგები კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ და სერტიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203