ზენითის საჯარო სკოლის რვა წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დასაჩუქრდა
29-07-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:

  1. მარი გოლიაძე;
  2. ია მჟავანაძე;
  3. ალექსანდრე ქათამაძე;
  4. შოთა მგელაძე;
  5. ლაშა ირემაძე;
  6. მარი ზოიძე;
  7. ნინი მახარაძე;
  8. თამარ მგელაძე.

დირექტორი ვაჟა ქათამაძე და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203