
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, აქტივობებსა და კონკურსებს სთავაზობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია სკოლაში ჩატარებული სწრაფი კითხვის კონკურსი. მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
კონკურსის შემდეგ წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: