ჯავახის საჯარო სკოლის 4 წარჩინებული მოსწავლე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დასაჩუქრდა
29-07-2022

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის 4 წარჩინებული მოსწავლე - გურამი ადუაშვილი, ანი ანდიაშვილი, შალვა ადუაშვილი და ნესტანი ადუაშვილი პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები გურამი ადუაშვილი და ანი ანდიაშვილი მე -12 კლასში გადავიდნენ, შალვა ადუაშვილი და ნესტანი ადუაშვილი კი მე-11 კლასში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203