გაჭედილის საჯარო სკოლის 4 კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია
29-07-2022
გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა წარჩინებით დაასრულეს.
4 მათგანი - ელენე წულაია, ქეთევან ბალიშვილი, ია ბაჩილავა და ლუკა პაპავა ოქროს მედლის კანდიდატები არიან.
ისინი სკოლაში ნიჭიერი, გამორჩეული და შრომისმოყვარე მოსწავლეები იყვნენ.
დირექტორი ნინო ხორგუანი აღნიშნავს, რომ ლუკა პაპავა წარმატებული სპორტსმენიცაა, ის მსოფლიო ჩემპიონია. მისი თქმით, სპორტსა და სწავლაში ასეთი მიღწევები იშვიათობა და ძალიან სასიამოვნოა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ, წინსვლას უსურვებენ და იმედოვნებენ, რომ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებითაც გაიხარებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს