სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსანზე“ ისაუბრეს
29-03-2018
სპასოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლებმა „ვეფხისტყაოსანზე“ ისაუბრეს და პრეზენტაცია წარმოადგინეს. გაკვეთილი მეათე კლასში ჩატარდა, რომელსაც პედაგოგმა ნაზი ვანაძემ უხელმძღვანელა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პოემის თითოეულ პერსონაჟზე, გამოყვეს მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაანალიზეს პოემის აქტუალურობა და მნიშვნელობა მსოფლიოს მასშტაბით.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვეს.