ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი ღია გაკვეთილები 
29-07-2022

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებისთვის ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლის პედაგოგებმა მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს და სასწავლო წლის მანძილზე მრავალფეროვანი გაკვეთილები, საგანმანათლებლო ღონისძიებები და აქტივობები შესთავაზეს. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი ღია გაკვეთილები.

ღია გაკვეთილები VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის მასწავლებელმა, გიორგი გორჯელაძემ ​ ჩაატარა. მოსწავლეებმა ისტორიული მოვლენები გაიხსენეს დადიანების სასახლეში, გონიო აფსაროსისა და პეტრას ციხე-ციმაგრეებში. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ დღემდე მოღწეული კულტურული ძეგლები და მიეღოთ მათ შესახებ ინფორმაცია.

„განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისთვის დამრიგებლებს თამუნა გორგოშაძეს, მაია ქათამაძესა და ანასტასია დუმბაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203