გაიცანით, ეკოდამცველები არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებიდან“
29-07-2022

წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ დიდ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით სფეროში არსებულ გამოწვევებს, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ითვალისწინებს გარემოს დაცვის საკითხებში ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების ძირითად დებულებებს.

სკოლა თანამშრომლობს და აქტიურადაა ჩართული პროექტში - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“. სასკოლო საზოგადოებამ, პროექტის ფარგლებში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ დახმარებითა და თანამშრომლობით გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთი აქტივობა განახორციელა.

მათ შორის, 30 ივნისს ჩატარებული აქციაც, რომელიც ეხებოდა ნარჩენების მართვას, სკოლის მოსწავლეებისა და დირექტორის, ირინე ცაავას ჩართულობით ჩატარდა.

აღნიშნულ აქციას მეცნიერთა კავშირის- „სპექტრი“ წარმომადგენელი ლალი გამყრელიძე ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203