
4 ივლისს, ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ „პროგრეს ოლიმპიადის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
„პროგრესის“ ორგანიზებული ოლიმპიადის გამარჯვებულებს დამსახურებული ჯილდო სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნინა ჩიკვაშვილმა, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელმა, სოფიო დაშნიანმა გადაეცეს.
„პროგრეს ოლიმპიადა“ ყოველწლიურად სკოლის სამივე ფილიალში ტარდება და მონაწილეობა ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეუძლია. გამარჯვებულები კი სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრიზით ჯილდოვდებიან, როგორებიცაა ბრაიტონის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დაფინანსება, 100%, 70% და 50%-იანი გრანტი საერთაშორისო აკრედიტებულ პროგრამაზე (AP) - American High School. ხოლო, ოლიმპიადის ყველა მონაწილე 30%-იანი გრანტით ისარგებლებს.
სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ წარმატებას ყველა გამარჯვებულს ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: