სად გამოქვეყნდება პირველადი შედეგები აბიტურიენტებისთვის - „ნაეკის“ განმარტება
29-07-2022
ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი რიცხვებიდან დაიწყება, სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები პირველადი შედეგებს შესახებ ინფორმაციას - აღნიშნულ კითხვაზე დეტალურ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა.
ამასთან, ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა, ნახოს პასუხების ფურცლები, რომლებიც განთავსდება შეფასებისა დ აგამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. აბიტურიენტი სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით - საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, შეძლებს იხილოს და ამობეჭდოს პასუხების ასლი სასურველ საგანში.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203