გეგუთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები საბავშვო მწერალს შეხვდნენ
29-07-2022

თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სკოლის შიდა თუ გარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შეხვედრა საბავშვო მწერალთან, ნათია აბულაძესთან. 

კითხვის საათი, საბავშვო მწერალთან 28 მაისს გაიმართა. შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა უფლებათა „ცოდნის ცენტრში“ შედგა.

გეგუთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებთან (დამრიგებელი ნატო ლომთაძე) შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის ბოლოს მწერალმა ყოჩაღი მოაზროვნეები საკუთარი წიგნებითა და სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო ბავშვთა უფლებათა „ცოდნის ცენტრმა“ ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, პირველკლასელები ბავშვთა უფლებების კრებულით დაასაჩუქრა. 

„მადლობას ვუხდით ნატო მასწავლებელსა და ჩვენს პატარებს, მათ მშობლებსა და ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203