
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ გოგობერიშვილი, თაკო ნადირაძე, აკაკი ძინძიბაძე, ლუკა ტალახაძე და მარიამ ბერიძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ.
იტავაზის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა კომლაძე და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებები და ბედნიერი მომავალი მარიამ გოგობერიშვილს, თაკო ნადირაძეს, აკაკი ძინძიბაძეს, ლუკა ტალახაძეს და მარიამ ბერიძეს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: