კულიკამის საჯარო სკოლის ოთხი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის ოთხი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:
- მანუშაკ უზუნიანი;
- ტანია აივაზიანი;
- ჰეღინე შახბეკიანი;
- ფიოლეტა ქოსიანი.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.