ახალდაბის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს, ლიზი დავითაძეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
28-07-2022

შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ლიზი დავითაძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე და პედაგოგები მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203