ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-07-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ ხარისხიან ფორმალურ განათლებას იღებენ, ასევე აქტიურად და წარმატებით არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის სკოლის მოსწავლეები - ანანო სურმანიძე, ირა სურმანიძე, ლიზი გორგაძე, მარიზა შაინიძე, 
მილედი ხოზრევანიძე და ნიკა ხოზრევანიძე ლიტერატურულ კონკურსში - „ოდისეა“ მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის, დარეჯან სურმანიძის თქმით, მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, კონკურსის შემდეგ კი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სერტიფიკატები მოსწავლეებს დირექტორმა, ლადო ხოზრევანიძემ საზეიმოდ გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203