თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ცერცვაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა
28-07-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ირაკლი ცერცვაძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ირაკლი, არა მხოლოდ სწავლით არის გამორჩეული მოსწავლე არამედ საუკეთესო პიროვნული თვისებებითაც არის განსაკუთრებული“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი მარინა ყიფშიძე. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203