გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ეზოს დასუფთავება ტრადიციაა
29-03-2018
გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების მორიგი აქცია ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, ტრადიციულად, ყოველი თვის ბოლოს სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას ალაგებენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დასუფთავების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და ხალისით უვლიან სკოლასა და ბუნებას.