ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ხელმძღვანელობით, კონკურსზე საინტერესო ნამუშევარი წარადგინეს
28-07-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონკურსი. მასში მოსწავლეები მარიამ ბერიძე, ნანო ბერიძე და თეა ქათამაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნათელა ირემაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა თემატური ნამუშევარი შექმნეს, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ცოდნა კიდევ უფრო განიმტკიცეს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203