ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად მნიშვნელოვან მოვლენები სასწავლო წლის განმავლობაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მეგობარი ქვეყნისადმი გამოცხადებული სოლიდარობა და თანადგომა.
სკოლის სახელით უკრაინელი ხალხისთვის: საჭირო ნივთები, მედიკამენტები და სურსათი შეგროვდა.
ჩაისუბნის საჯარო სკოლა უკრაინას და მის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს.
„მშვიდობა და კეთილდღეობა უკრაინელ ხალხს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.