ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლე ნია მესხმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა
28-07-2022

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნია მესხი ესეების კონკურსის გამარჯვებულია. 

კონკურსი პროექტ „კონსტიტუცია სკოლებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა. 

სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ვალიდა კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის (ხელმძღვანელი თამარ ებრალიძე) დებატკლუბის სტუდენტების შეხვედრა სკოლის საბაზო/საშუალო საფეხურების მოსწავლეებთან.

შეხვედრის თემა „პროექტი კონსტიტუცია სკოლებისათვის“, მიზანი კი კონსტიტუციის ცნობადობის ამაღლება იყო.

ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი კაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

ნია მესხს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. მისი დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ნიკოლაძეა.

„შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს სწორი, საჭირო, კვალიფიციური და აუცილებელი ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
პროექტში მონაწილეობის შედეგად გაიზარდა სამიზნე ჯგუფში საქართველოს კონსტიტუციის ცნობადობა, მოსწავლებს განუვითარდათ აზრის ფორმულირების, მისი სწორად გადმოცემისა და პრეზენტაციის უნარი.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ესეების კონკურსი , რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლემ, მათ შორის გამოვლინდა გამარჯვებული“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203