გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ
28-07-2022
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის პედაგოგები დირექციის ხელშეწყობით მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის პატარა მოსწავლეების - II და IV კლასელების შემეცნებითი გასვლით აქტივობა.
მოსწავლეები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად საინტერესო და შინაარსიანი იყო.