„მაქვს უფლებები - მაქვს მოვალეობები“- შუასურების საჯარო სკოლის მესამეკლასელთა საინტერესო დისკუსია
28-07-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე სხვადასხვა აქტივობები იმართება.
სკოლა შუასურების ახალგაზრდულ სივრცესთან აქტიურად თანამშრომლობს, რისი დამადასტურებელიც სკოლაში გამართული დისკუსია თემაზე - „მაქვს უფლებები - მაქვს მოვალეობები“ გახლავთ.
დისკუსია მესამე კლასში გაიმართა და მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებს აქტივობის ბოლოს კი სპეციალური სიგელებიც გადაეცათ.