
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის მასწავლებლები - ზურაბ შუკაკიძე და ნონა ხარშილაძე etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგებს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის სპეციალური დიპლომი მიანიჭა.
ზურაბ შუკაკიძე და ნონა ხარშილაძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობენ და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგანან.
იხილეთ ფოტოები: