ახალციხის N5 სკოლაში მომავალ პირველკლასელებს საზეიმოდ უმასპინძლეს - პატარებისთვის შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
27-07-2022

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს განსაკუთრებულად ელოდებიან. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს საზეიმოდ უმასპინძლეს.

24 ივნისს, სკოლაში, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა ხმალაძის ინიციატივით, ახალციხის N1 საბავშვო ბაღის სასკოლო ჯგუფის ბავშვებისთვის, ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება რიტა კირკიტაძის ხელმძღვანელობით წარიმართა და მასში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდია „პალიტრას“ გუნდი (ხელმძღვანელი მარინა ყურმაშვილი) და ცეკვის ანსამბლის - „ლომსია“ მოცეკვავეები (ხელმძღვანელი ქრისტინე მენაბდიშვილი და შაკო ჭოჭუა).

ღონისძიების ბოლოს მომავალმა პირველკლასელებმა შეასრულეს სიმღერა, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად დაათვალიერეს სკოლა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველას, ვისაც ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.

„ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ახალციხის N1 საბავშვო ბაღის მენეჯერს, ქალბატონ ანეტა არველაძეს და პედაგოგებს: თეკლა შეშაბერიძეს და თათია მელიქიძეს, ბაღის ექთანს ვიოლეტა მაღრაძეს თანამშრომლობისათვის, მადლობას უხდის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს ინიციატივისთვის. ასევე მადლობას უხდის რიტა კირკიტაძეს, მარინა მჭედლიძეს, ქრისტინე მენაბდიშვილს და სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებს ღონისძიების განხორციელებისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203