კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტული ინვენტარით დასაჩუქრდნენ
27-07-2022
ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელ მამუკა კვარაცხელიას უმასპინძლეს.
მისი ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, სპორტული შეჯიბრებები მოეწყო. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
კიცხის და ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სპორტული ფორმები და ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.
„შეჯიბრებებმა ბავშვები ძალიან გაახალისა და გაახარა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ მამუკას, ასეთი საჩუქრისათვის, ასევე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ კობა კალანდაძეს, ვისი თაოსნობითად გვესტუმრა სპორტის ფედერაცია ჩვენ სკოლაში! კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ვინც იზრუნა ჩვენი მოსწავლეების გახარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს