წაბლანის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის 2 წარჩინებული კურსდამთავრებული კომპიუტერით დაჯილდოვდა
27-07-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ლინდა მუთიძე და ანრი მუთიძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ წაბლანის სკოლა საბაზოა ​და ამჟამად, აღნიშნული მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში ასეთივე წარმატებით აგრძელებენ. 

წაბლანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203