საჩხერის N1 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს საზეიმოდ უმასპინძლეს
27-07-2022

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს განსაკუთრებულად ელოდებიან. 

სკოლაში პატარებს უმასპინძლეს და მათთვის ზღაპრული ღონისძიებაც გამართეს. 

ღონისძიება, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის ისე მომავალი პირველკლასელებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„დაუვიწყარი დღე ჩვენს სკოლაში... გაგა მასწავლებლის ღონისძიება და მომავალი პირველკლასების სტუმრობა!

ბედნიერი და წარმატებული დღეები უმრავლოს ღმერთმა ჩვენს სკოლას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს!

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ გაგა გულიაშვილს, შესანიშნავ ადამიანსა და თავისი საქმის მცოდნეს, ოსტატს, ქომაგს, მოყვარულს!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203