შუა ამაღლების​ საჯარო სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი თეატრალური წარმოდგენით წარდგნენ
27-07-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლაში არაერთი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ახლახან, შუა ამაღლების​ საჯარო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული თეატრალური დასი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლის სცენაზე შთამბეჭდავი თეატრალური წარმოდგენით წარდგა და მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

„Mac Georgia- შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლის სცენაზე“,- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდით გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც სპექტაკლის ამსახველი ფოტოები ახლავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203