მერიის საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა
27-07-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე - მარიამ მარგალიტაძე, მარიამ მარგალიტაძე და ანა ცეცხლაძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
სკოლის დირექტორი ავთანდილ კეჭაყმაძე და პედაგოგები მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.