თერჯოლის N2 საჯარო სკოლის 12 მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
27-07-2022

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების 12 წარჩინებული მოსწავლე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:

მე-10 კლასი:

  1. თათია რობაქიძე;
  2. გიორგი ჯანგიანი;
  3. ნიკოლოზ ბოჭორიშვილი;
  4. მარიამ ტალახაძე;
  5. მარიამ ქოჩიაშვილი;
  6. ლიზი დვალი;
  7. ლიზი სულამანიძე.

მე-11 კლასი:

  1. დავითი მორალიშვილი;
  2. ლიზი მაკარიძე;
  3. ნატა კახიძე;
  4. თეკლე ბრეგვაძე;
  5. მარიამ ჩარკვიანი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„თერჯოლის მეორე საჯარო სკოლა და პედაგოგიური კოლექტივი ამაყობს იმ მოსწავლეებით, რომლებმაც კარგი სწავლისა და სიბეჯითისთვის კომპიუტერები დაიმსახურეს. წელს კომპიუტერები გადაეცა მეათე და მეთერთმეტე კლასის 12 მოსწავლეს. ვუერთდებით მათ სიხარულს“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203