ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნათია ქაროსანიძე კომპიუტერით დასაჩუქრდა
27-07-2022

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნათია ქაროსანიძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

მოსწავლე სკოლასა და პედაგოგებს მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის მადლობას უხდის. 

„დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს გვერდში დგომისა და ხარისხიანი სწავლებისათვის .ეს პრიზი არის ამის მტკიცებულება“,- აღნიშნავს ნათია ქაროსანიძე.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203