ბათუმის N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მადონა თებიძის ნაშრომი წიგნში დაიბეჭდა
ბათუმის N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მადონა თებიძემ კონკურსში წარმატებას მიაღწია.
ის საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „შემოქმედი მასწავლებელი” მონაწილეობდა.
აღნიშნული კონკურსის მიზანი პედაგოგის საუკეთესო მოთხრობის, ნოველის, ესსესა და ლექსის გამოვლენა იყო.
მადონა თებიძის ნაშრომი საუკეთესოთა შორის შეირჩა და წიგნში - „შემოქმედი მასწავლებელი” დაიბეჭდა.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: