ჩხარის N2 სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - სერგი არაბიძე და ვერა აბულაძე კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
27-07-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები - სერგი არაბიძე და ვერა აბულაძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

ჩხარის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ და დიდ წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203