კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ყუფარაძეს წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერი გადაეცა
27-07-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა ყუფარაძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლის დირექტორი ლია ჩხიკვაძე და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203