უბისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
27-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა სპორტული უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. 

მათ პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში რთავდნენ. მოსწავლეებმაც არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 
სკოლამ საგაზაფხულო სპორტულ ტურნირში 2009-2011 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. 

მოსწავლე გიორგი სახვაძემ კი მკლავჭიდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობაზე მეორე ადგილი მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ.

„მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203