ქვედა საქარის საჯარო სკოლის ექვსი წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მარიამ ნებიერიძე, მერი ქარქაშაძე, მარიამ ჭანტურიძე, გიორგი მერკვილაძე, ქეთი გურეშიძე და ქეთი ჭანკვეტაძე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი წარჩინებულები, გილოცავთ ბავშვებო, წარმატებები მომავალში! სკოლის სრული შემადგენლობა ვამაყობთ თქვენით!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: