ქუთაისის N33 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ
27-07-2022

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ.

კომპიუტერები 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - თამარ სოფრომაძეს, თამარ გვეტაძეს, თამარ სანიკიანსა და ლილე ენდელაძეს გადაეცათ.

ისინი წარჩინებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან. 

მათ სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ და ამაყობენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203