ახალციხის N5 საჯარო სკოლის მეორეკლასელი მარიამ მიგრიაული საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია
27-07-2022

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 

მათ შორის მე-2 კლასის მოსწავლე მარიამ მიგრიაული იყო. მან საჭადრაკო ფესტივალში „ბათუმი 2022“, 8-წლამდე გოგონათა შორის გაიმარჯვა. 

მოსწავლემ ღირსეულად იასპარეზა, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინა და ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ.

„მარიამ მიგრიაულის, კიდევ ერთი დიდი წარმატება. სკოლა ულოცავს მარიამს გამარჯვებას და შემდგომშიც წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203