საჩხერის N1 საჯარო სკოლაში როსტომ წერეთლის სახელობის საჭადრაკო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
27-07-2022

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში აკაკი წერეთლის მამის, როსტომ წერეთლის სახელობის საჭადრაკო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. 

2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, პროექტი „საჩხერის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა-მოგზაურობა წარსულში ღირსეული მომავლისთვის“ მიმდინარეობდა. 

მეწარმეობის მასწავლებელმა, კახა სამყურაშვილმა მოსწავლეებთან ერთად, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმა და სკოლის კურსდამთავრებულის გიორგი გურულის, მერიის, კულტურის სამსახურის დახმარებითა და სასკოლო საზოგადობის ჩართულობით, საჭადრაკო ბაღი შექმნა.

ბაღი საზეიმოდ გაიხსნა, გაიმართა საჩვენებელი თამაში. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლისგან სამახსოვრო საჩუქრებით მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გეგი თაბაგარი დაჯილდოვდა. ის ახლახან ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და სწორედ ეს ფაქტი აღნიშნა სკოლამ. 

„აღნიშნულ ღონისძიებას სტუმრობდნენ და დამსწრე საზოგადოებას მიესალმენ ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანამანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანლი ცისმარი მაჭარაშვილი.
სკოლა მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა როსტომ წერეთლის სახელობის საჭადრაკო ბაღის გახსნაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203