„ცხელი ზაფხული ჩვენს სკოლაში ჩვეული შემოქმედებითი რიტმით გრძელდება“- მარნეულის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
მარნეულის N2 საჯარო სკოლაზე ზრუნავს მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულების შემდეგაც აქტიურად აგრძელებენ.
სკოლაში პროექტი „იმოქმედე გარემოსთვის“ მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მხატვრებმა სკოლის წინა კედელი მოხატეს, მოსწავლეებმა კი ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ისინი აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
პროექტის მონაწილეებს ორგანიზაციამ საჩუქრები გადასცა.
„ცხელი ზაფხული ჩვენს სკოლაში ჩვეული შემოქმედებითი რიტმით გრძელდება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: