ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ნიკოლაიშვილმა ქართულისა და მათემატიკის ოლიმპიადებზე ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურა
27-07-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ ხარისხიან ფორმალურ განათლებას იღებენ, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებზე წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის, ზემოხეთის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ლიზი ნიკოლაიშვილმა „კინგსის“ ქართულისა და მათემატიკის ოლიმპიადებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მოსწავლემ სერტიფიკატებთან ერთად მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის მედლები.

„წარმატებებს ვუსურვებთ ლიზის და ბევრჯერ ესახელებინოს ჩვენი სკოლა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203