გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სოფო ქერქაძე და ქეთევან კოტრიკაძე წერილის წერის კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
27-07-2022

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში ერთვებოდნენ.

მე-8 კლასის მოსწავლე სოფო ქერქაძე და მე-5 კლასის მოსწავლე ქეთევან კოტრიკაძე „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ. 

ის საქართველოს ფოსტის ორგანიზებით იმართებოდა. კონკურსის თემა იყო: მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

სოფო ქერქაძესა და ქეთევან კოტრიკაძეს სერტიფიკატები გადაეცათ.

„გილოცავთ! კიდევ ბევრი წარმატება სოფოსა და ქეთევანს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203