
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
მათ შორის ერთ-ერთი ძიუდისტი ლიზი ძოწენიძე იყო. მან რესპუბლიკურ ტურნირში ღირსეულად იასპარეზა, საკუთარი სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა და პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ.
„კვლავ გაგვახარა ჩვენმა ძიუდისტმა. ვულოცავთ ლიზის კიდევ ერთ ოქროს მედალს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობებზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.