
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ვიდეორგოლების კონკურსში - „ჩვენი ჩართულობა - ჩვენი მომავალია“ გაიმარჯვეს.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მოსწავლეებმა კონკურსის ვიდეორგოლის თემად გარემოს დაცვა შეარჩიეს და ამ კუთხით ბევრი იმუშავეს - მათ შორის, ადგილობრივი პარკის ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს, იზრუნეს საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე და ბუნების მოფრთხილებისკენ ადგილობრივ მოსახლეობასაც მოუწოდეს. მოსწავლეთა გაწეული შრომა მართლაც რომ შთამბეჭდავია.
სკოლისთვის მოსწავლეთა წარმატება საამაყო და სასახელოა.
იხილეთ ვიდეოები: