ასურეთის საჯარო სკოლა სესე გოგიაშვილმა ასახელა - „თეთრიწყაროს ეტალონ მოსწავლეს“ სპეციალური დიპლომი მიენიჭა 
26-07-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა სესე გოგიაშვილმა განსაკუთრებულად ასახელა. მოსწავლემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა და „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული დაიმსახურა. 

მან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის საგზურიც მოიპოვა. 

სესე გოგიაშვილმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ დისტანციურ კონკურსებში გამარჯვებულ 30 საუკეთესო მოსწავლეს შორის იასპარეზა, რაც სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყოა. მოსწავლეს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 

მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203