ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის 3 მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერი გადაეცა
26-07-2022
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვნენ.

​საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის მოსწავლეებს ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

წარჩინებული მოსწავლეების - თეონა კერესელიძის და ანა სახელაშვილის დამრიგებელი ვარვალა მარუაშვილი გახლავთ, ხოლო მესამე წარმატებული მოსწავლის ნიკოლოზ ბუცხრიკიძეს კლასის ხელმძღვანელი თამარ გოგრიჭიანია.

„ჩვენი სკოლა ამაყობს წარჩინებული მოსწავლეებით, ვულოცავთ და მომავალში კიდევ მეტ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203